სოლო თამაში Clixo – სთან ერთად

ბავშვის განვითარებაში უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვებს საკუთარ თავთან გატარებული დროც ძალიან სჭირდებათ.

როდესაც პატარა თავად იკვლევს გარემოს, თავის ტემპში სწავლობს ახალ რაღაცებს, დამოუკიდებლობას იძენს და ამ დროს ყალიბდება მისი შინაგანი თავდაჯერებულობა. ასეთი მშვიდი მომენტები ეხმარება ბავშვებს, დაძლიონ ზედმეტი მიჯაჭვულობა, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი და უფრო თავისუფლად გამოხატონ ემოციები და უნარები.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს დრო მშობლებისთვისაც ფასდაუდებელია. ზოგჯერ რამდენიმე თავისუფალი წუთიც კი საკმარისია, რომ დღის ქაოსში ცოტა ამოვისუნთქოთ, მოვასწროთ ყოველდღიური საქმეები და ენერგია აღვიდგინოთ.

სწორედ აქ გვეხმარება Clixo – სათამაშო, რომელიც ბავშვებში დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით თავდაჯერებულობას ავითარებს. მისი ღია ტიპის კონსტრუქციები პატარებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოიკვლიონ ფორმები, შექმნან საკუთარი იდეები და წარმოსახვა უსაზღვრო სივრცეში გაუშვან.

ხანდახან კი მცირე მიმართულებაც საკმარისია ახალი იდეების გასაჩენად. შეგიძლიათ ერთად შეარჩიოთ თემა და შესთავაზოთ ბავშვს, შექმნას რაღაც სწორედ ამ თემის ფარგლებში – თამაში უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ხდება.

თემები და იდეები:
  • „ვხედავ“ (I Spy): სთხოვეთ ბავშვს ოთახში ამოირჩიოს ნებისმიერი ნივთი და სცადოს მისი შექმნა Clixo-ს ელემენტებით. ეს აქტივობა განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, რომლებსაც რეალურ საგნებზე დაფუძნებით შექმნა ურჩევნიათ.
  • მითური არსებები და წარმოსახვითი მეგობრები: წაახალისეთ ბავშვი, იფიქროს „ჩარჩოს გარეთ“ და შექმნას სრულიად ახალი გმირი ან მეგობარი, რომელიც მის წარმოსახვით თავგადასავლებში პარტნიორი გახდება.
  • სუპერგმირის ატრიბუტები: შესთავაზეთ შექმნას სუპერგმირის კოსტიუმის ნაწილი ან აქსესუარი. შეუძლია მოიფიქროს საკუთარი გმირის აღჭურვილობა ან შექმნას ნივთები, რომლებიც მის საყვარელ სუპერგმირებს შეეფერებათ.