სათამაშოს შერჩევა მარტივი არ არის – მას უნდა ჰქონდეს სწორი ფუნქცია ბავშვის ასაკის მიხედვით.
0-დან 1 წლამდე – რბილი, შეჭიდებისთვის ადვილი სათამაშოები საუკეთესო არჩევანია. მიგდება, შეხება, ხმები – ეს ყველაფერი მათთვის ახალი სამყაროა.
-
1-დან 3 წლამდე – ბავშვი იწყებს მოძრაობასა და კვლევას. ამ ეტაპზე კარგი იქნება ბლოკები, პატარა მანქანები, თოჯინები და ხმოვანი წიგნები.
-
3-დან 5 წლამდე – იწყება ფანტაზიის ეტაპი. კონსტრუქტორები, როლური თამაშების ნაკრებები და მარტივი სამაგიდო თამაშები ამ ასაკისთვის იდეალურია.
-
5 წლის ზემოთ – შეგიძლიათ დაუმატოთ შემეცნებითი სათამაშოები, თავსატეხები და კომპლექტები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
ათამაშოს შეძენისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ასაკს, არამედ ბავშვის ინტერესებსაც – ეს ერთობლიობაში იდეალური არჩევანია.


