Clixo მარსზემავალი ნაკრები 29 ცალი
- სავარაუდო მიწოდება: 2 სამუშაო დღეში
- უფასო მიწოდება: 150₾-ზე მეტი შეკვეთის შემთხვევაში
Clixo მარსზემავალი ნაკრები
- Clixo არის სათამაშო, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი თამაშისა და შემოქმედებითი კვლევის განვითარებას.
- Clixo დაჯილდოვებულია როგორც საუკეთესო მრავალსენსორული, მაგნიტური სამშენებლო ნაკეთობები; მოქნილი ფორმებითა და უსაფრთხო მაგნიტური კავშირებით, ბავშვებს შეუძლიათ დააწკაპუნონ, დაკეცონ და შექმნან მათთვის სასურველი კონსტრუქციები – ცხოველებიდან დაწყებული აბსტრაქტულ დიზაინებით დამთავრებული.
- არამხოლოდ ბავშვები, უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესოა Clixo, ამიტომ არის მისი ზედა ასაკის ზღვარი 99-წელი.
- ის პორტატულია და იდიალურია მოგზაურობისთვის.
რატომ Clixo?
- თავისი გენიალური, კვლევაზე დაფუძნებული დიზაინის მეშვეობით, Clixo ბავშვებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ მეცნიერების, სივრცითი და მოტორული უნარები – ბრტყელი 2D ფორმების 3D ობიექტებად გადაქცევით.
- ნამუშევრები ასევე ხელს უწყობს ექსპერიმენტებს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, აბსტრაქტული კონცეფციები და შემოქმედებითი იდეები ხელშესახებ რეალობად აქციონ.
- დიზაინის ელემენტები ასევე მოიცავს გარკვეულ შეზღუდვებს, რაც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, მოთმინება და შეუპოვრობა.
- გასართობი სწავლა STEAM-ის საშუალებით – Clixo არ არის მხოლოდ სათამაშო – ეს არის სწავლის ინსტრუმენტი!
- STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) ძირითადი კონცეფციების გაცნობით, Clixo ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის, სივრცითი აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას თავისუფალი თამაშის საშუალებით.
- იდეალურია ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ კვლევა და ექსპერიმენტები.
პროდუქტის მახასიათებლები და დეტალები
- Clixo მარსზემავალი ნაკრები
რაოდენობა – 30 ცალი
ზომები – 23 x 16.5 x 6.5 სმ
ფერები – მარსის ფერები
- Clixo-ს სათამაშოები დამზადებულია გადამუშავებადი და გამძლე სინთეტიკური ქაღალდისგან, მაქსიმალური უსაფრთხოებით ჩაშენებული ძლიერი მაგნიტებით.
- ის სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის (არატოქსიკურია) და სპეციალურად ამ ბრენდისთვისაა შემუშავებული.
- უსაფრთხოება Clixo-სთვის პრიორიტეტია და Clixo-ს ყველა პროდუქტმა გაიარა მრავალი ლაბორატორიული ტესტირება, ის შეესაბამება ფედერალური სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის ASTM, EN71.
- მისი შეფუთვა კი დამზადებულია გადამუშავებული ბამბუკისგან.
- Clixo-ს ნაჭრების გაწმენდის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნესტიანი ქსოვილი მათი გასაწმენდად ან მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- დამატებითი სიმშვიდისთვის, მათი დეზინფექცია ასევე შესაძლებელია სპირტის ხსნარითაც (70%).




















Reviews
There are no reviews yet.